გვერდები
- მთავარი გვერდი
- ჩემს შესახებ
- გარე გაკვეთილის გეგმები
- სამოდელო გაკვეთილები
- ვიდეომასალა
- ფოტოგალერეა
- სტანდარტული გაკვეთილები
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
- სერტიფიკატები
- მუსიკა და ლიტერატურა
- ჩემი ჩანაწერები
- შემეცნებით-საგანმანათლებლო რესურსები
- სახალისო აქტივობები
- სასარგებლო ბმულები
- ვიდეო ინსტრუქციები
- ჩემ მიერ შექმნილი რესურსები
- facebook გვერდი
Tuesday, August 31, 2021
Saturday, August 14, 2021
ტექნოლოგიების გამოყენება მუსიკის გაკვეთილზე-ნაწილი პირველი
მოგესალმებით
მოგეხსენებათ, რომ პანდემიამ მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, დაავადებამ შეცვალა ადამიანების ცხოვრების თითქმის ყველა სფერო, covid-19-მა ონლაინ ურთიერთობები შემოიტანა და დააწესა, სამუშაო ოთახებმა, საკუთარ ოჯახებში, კომპიუტერის ეკრანთან გადაინაცვლა.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ოთკუთხედ ჭრილში მოექცნენ და შეუგუებელს მაინც შეეგუენ.
საქართველოც ხომ მსოფლიოს ნაწილია, ამიტომ ჩვენი ქვეყანა ასე თუ ისე ადაპტირდა პანდემიურ სიტუაციასთან. ჩვენ, საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე მასწავლებლებმა, დიდი მონდომება გამოვიჩინეთ და ამ ძალიან უჩვეულო ამბავს გაგებით მოვეკიდეთ, მთავარი ხომ მოსწავლეებზე ცოდნის გადაცემა იყო? დაბნეულებმა სწავლა დავიწყეთ და გამოსავალიც მარტივად ვიპოვეთ, ერთ-ერთი გზა ტექნოლოგიების შესწავლა , მისი გამართულად
და მიზნობრივად გამოყენება იყო.
21- ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნედ არის აღიარებული,დღვანდელობაში ნებისმიერი საქმიანობა ტექნოლოგიების უშუალო გავლით მიმდინარეობს, მისი გამოყენებით ვკონტაქტობთ ადამიანებთან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.ინტერნეტი იძლევა ახალ შესაძლებლობებს, ინფორმაციის გაცნობა-დამუშავებას, წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარის გამდიდრებას.
საგანმანათლებლო სისტემაში თითქმის ყველა სკოლა აქტიურად იყენებს ისტ-ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში.
ჩემი მიზანია სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაუმჯობესდეს სასწავლო გარემო. მაგალითად, გაკვეთილის ჩატარებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამხმარე ვიზუალურ მასალას. ახალი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას ,რომ მოსწავლეებისთვის თვალსაჩინო გავხადო ესა თუ ის მოვლენა.ჩემთვის,სასურველია კომპიუტერული რესურსების მიზნობრივად გამოყენება სასწავლო პროცესში.რადგან მიმაჩნია ,რომ ის უფრო მეტის მომცემია მოსწავლეებისთვის. ასევე ახალი ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანობას,თანამედროვე მეთოდების დანერგვას, როგორიც არის მაგალითად პროექტზე დაფუძვნებული სწავლება, ინტეგრირებული გაკვეთილები, ჯგუფური დავალებები.სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიის გამოყენების მიზნებია: აამაღლოს სწავლების ხარისხი,გაზარდოს მოსწავლეთა ცნობიერება, გახადოს მოსწავლე უფრო მეტად ორგანიზებული და საკითხზე ორიენტირებული. გააუმჯობესოს თანამშრომლობითი ურთიერთობები, გაჩნდეს მაღალი მოტივაცია.
მუსიკის გაკვეთილზე ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენება ხელს უწყობს:
მოსწავლეთა პიროვნული განვითარებას;
სკოლის მოსწავლეების ინტერესის გაზრდას მუსიკის გაკვეთილების მიმართ;
მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის ზრდას სასწავლო პროცესში;
შემოქმედებითი და შემეცნებითი საქმიანობისადმი ინტერესის გაზრდას;
საქმიანობისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობას;
სტუდენტებში მუსიკალური ხელოვნებისადმი ესთეტიკური, ემოციურად ჰოლისტიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას;
სკოლის მოსწავლეებში თეორიული აზროვნების საფუძვლების ჩამოყალიბებას.
-
მუსიკა განსაკუთრებულ როლს თამაშობს ბავშვის აღზრდაში. ადამიანი ამ ხელოვნებასთან კონტაქტშია დაბადებისთანავე, ხოლო მიზანმიმართულ მუსიკა...
-
მ აესტო ჯივანი ალბათ ბევრისთვის საყვარელი ფილმია „გლადიატორი“, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ფილმში ჯივან გასპარიანს მუსიკაა აჟღერებული. ( http...
-
21-ე საუკუნეს ,,ინფორმაციის ხანას" უწოდებენ, განათლების სფეროში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საგანმანათლებლო საინფორმაც...


