მე ვარ თამარ თევდორაშვილი, დავამთავრე ქ.თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, უმაღლესის დასრულებისთანავე შევუდექი პედაგოგოურ მოღვაწეობას, ფეხი ავიდგი გ.ცაბაძის N 25 ხელოვნების სკოლაში, სადაც მოსწავლეებს ფორტეპიანოზე დაკვრას ვასწავლიდი, პარალელურად მუშაობა დავიწყე ქ. თბილისის N 79 საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად.
ვარ მუსიკის წამყვანი მასწავლებელი,მაქვს მიღებული მონაწილეობა
უამრავ კონკურსში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ,, საუკეთესო მუსიკის მასწავლებელთა’’კონკურსი
იყო, სადაც გავხდი ფინალისტი.
ასევე ვარ მუსიკის სახელმძღვანელოების ( 1-6 კლ) ავტორი,
ვარ მიწვეული ლექტორი ვ.სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში და ილიას უნივერსიტეტეში,
სადაც ვუძღვები სალექციო კურსს მასწავლებელთა მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე.
მე მიყვარს ჩემი საქმე, რაშიც დიდ ენერგიას ვხარჯავ, სამაგიეროდ კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რომელსაც ჩემი მოსწავლეები და სტუდენტები წარმოაჩენენ.

No comments:
Post a Comment