Wednesday, December 6, 2023

 „როკი საპროსტესტო მუსიკაა ყველა იმ შეზღუდვის წინააღმდეგ, რასაც ადამიანები ამა თუ იმ სისტემის მარწუხებში გრძნობენ“,  – „მნიშვნელოვანია დეტალები – როგორ შემოვიდა ეს ჟანრი საბჭოთა ცენზურის პირობებში, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც უსმენდნენ და ქმნიდნენ ახალ ჟანრს? რატომ ქმნიდნენ ისეთ მუსიკას, რომელიც მძიმე მოსასმენია და რომელსაც, მიუხედავად ამისა, საკმაოდ ბევრი მსმენელი გამოუჩნდა?“

 „რკინის ფარდის“ მიუხედავად ქართველი მუსიკოსები მაინც ახერხებენ უცხოური მუსიკის მოსმენას. საკმაოდ საინტერესო დეტალები გამოვლინდა: დაბლოკილ რადიო სიხშირეებს დიდი ძალისხმევის შედეგად იჭერდნენ, დასავლეთში წასულ ადამიანებს (სუხიშვილები, სპორტსმენები, დიპლომატები, თანამდებობის პირები) ჩუმად ჩამოჰქონდათ არალეგალური ლიტერატურა, ჟურნალები, ვინილის ფირფიტები, კასეტები და მოგვიანებით, ვიდეოკასეტებიც. ჩუმად იკრიბებოდნენ სხვადასხვა ახალგაზრდულ კლუბებში, სადაც ერთიანდებოდა სხვადასხვა ინტერესი: მხატვრული კითხვის, თეატრის, ცეკვის, მუსიკის… სწორედ ამგვარ კლუბებში უკრავდნენ ჩუმად საკუთარ სიმღერებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფილარმონიაში ხშირად ატარებდნენ ლექცია-კონცერტებს, მაგალითად, ლექციას ატარებდნენ ბლუზზე,  ყვებოდნენ შელამაზებულ ისტორიას ამერიკაში მონების ჩაგვრაზე და საუბრის დროს „ბლუზ მობილ ბენდი“ გამოდიოდა სცენაზე, რომ მსმენლისთვის ეჩვენებინა – აი, ამ მუსიკაზეა საუბარიო. ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში პოლონური და იუგოსლავური ესტრადა, რომელსაც ჩამოჰქონდა ის მუსიკა, რასაც, მაგალითად, The Rolling Stones, The Animals უკრავდა. საინტერესოა ისიც, რომ ახალგაზრდებში ამ მუსიკისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო ხელისუფლება ხელს უწყობდა ოფიციალური პოპულარული მუსიკის განვითარებას, თუმცა მათ როკთან საერთო მხოლოდ ინსტრუმენტები ჰქონდათ. სსრკ-ში იყვნენ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები, რომლებიც ზოგჯერ უნებართვოდ ასრულებდნენ უცხოელ შემსრულებელთა სიმღერებს, მათ ნამდვილ ავტორებს არ უთითებდნენ, ხან ტექსტის შინაარსს ცვლიდნენ და არუსულებდნენ. პლაგიატის მაგალითი არაერთია დასავლეთშიც, მაგრამ შესაძლებელია ქართველ შემსრულებლებს თავიანთ სიმღერებში ეს კომპოზიციები სპეციალურად შეჰქონდათ, ავტორის მითითების გარეშე, რადგან თუ სხვაგვარად მოხდებოდა, საბჭოთა ცენზურა არ მისცემდა მათი შესრულების საშუალებას.

ქართველი როკ-მუსიკოსები როგორც საბჭოთა სისტემის, ისე საზოგადოების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყვნენ – მუქარა, თმაზე ცეცხლის წაკიდება, თმის შეჭრა… მიუხედავად ამისა, ქართული როკ-მუსიკა მაინც იქმნებოდა, რადგან მისი მიზანი საბჭოთა იდეოლოგიისგან გათავისუფლება იყო, მსმენელები კი ის ახალგაზრდები იყვნენ, ვის შინაგან პროტესტსაც სწორედ აგრესიული, მძიმე მუსიკა პასუხობდა“, – ჯგუფ „ბერმუხას“ დამაარსებლისა და ლიდერის ბაჩი ქიტიაშვილის სიტყვები, როდესაც ბაჩი ამბობს, რომ მათ კონცერტებზე მუსიკოსები თავისუფლებას თესავდნენ.„ვიცით, რომ შეზღუდვები მაინც იყო“, –– „მაგალითად, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერას „შენ აფრენ“ პარლამენტში განხილვა მოჰყვა, პრობლემები რობი კუხინიძესაც ჰქონდა, რომლისგანაც „აუტსაიდერის“ სიმღერებიდან უცენზურო სიტყვების ტექსტიდან ამოღებას მოითხოვდნენ, ასეთი საინტერესო ფაქტები ბევრია… ასევე იყო პოლიტიკური სააგიტაციო სიმღერების ბუმი, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ზოგადად ალტერნატიულ მუსიკაში მიმდინარე თემატური ცვლილებებიც ვიკვლიო. მომდევნო ეტაპი კი უშუალოდ სიმღერების ტექსტების ანალიზი იქნება. საინტერესოა იმ სიმღერების კვლევაც, რომელიც ონლაინ პლატფორმებზე არ დევს და არქივებშია შენახული.“

No comments:

Post a Comment